შიდა დაკვირვების გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში
მასწავლებელი: ზურაბ
შამანაძე
|
|
საგანი:
სამოქალაქო განათლება
|
კლასი IX
|
თემა:
რა სჭირდება მოქალაქეს
საზოგადოებისაგან და საზოგადოებას მოქალაქისაგან
|
დრო: 45 წუთი.
|
მოსწავლეთა პროფილი: 7. სსსმ მოსწავლე კლასში არ ირიცხება
|
|
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ თუ
რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული
პიროვნების როლი და
პასუხისმგებლობა
სახელმწიფოს წინაშე და
მათი ჩართვა საზოგადოებრივი სარგებლისათვის.
ცოდნა:
მოსწავლეები ნათლად დაინახავენ
დემოკრატიულ საზოგადოებაში მათ
უფლებებსა და მოვალეობებს.
უნარები:
მოსწავლეებს
გამოუმუშავდებათ
საზოგადოებრივი სარგებლისა და
ტოლერანტული ქცევების უნარი.
დამოკიდებულება: მოსწავლეები
გააცნობიერებენ თუ რას
ნიშნავს თავისუფლება ,
რას ნიშნავს აქტიური
მოქალაქის უნარ-ჩვევები, მისი
დამოკიდებულება
საზოგადოებისა და მთლიანად
ქვეყნის წინაშე, დემოკრატიულ
საზოგადოებაში შეაფასებენ თავისთავს
საზოგადოების ნამდვილ წევრად.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მოქ. IX 6. მოსწავლეს შეუძლია
საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მსჯელობს არაძალადობრივ ურთიერთობებზე,
როგორც ფსიქიკური
სიჯანსაღის მაჩვენებელზე;
· გამოხატავს
სოლიდარობასა
და თანაგრძნობას
იმ ადამიანების მიმართ,
ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება;
· მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში "რა მოხდებოდა
ყველას
რომ ჰქონდეს მხოლოდ უფლება
და
არ გააჩნდეს მოვალეობა? საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა
და რისთვის?";
· ხსნის, თუ რატომ
ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებას, რაც
მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;
· წერს თხზულებას "რაზეა დამოკიდებული
ჩვენი კეთილდღეობა?", სადაც სხვადსხვა საგნიდან (მაგ.: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და ა.შ.) მიღებული ინფორმაციისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების
გამოყენებით ასაბუთებს საკუთარ
პოზიციას;
· აანალიზებს ადამიანის უფლებებს, როგორც ქცევის სტანდარტების შემუშავებისა
და
შეთანხმების საფუძველს სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებაში (მაგ.: ოჯახი,
სკოლა, სპორტული კლუბი, თემი, ქვეყანა და ა.შ.);
· თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში იკვლევს იმ
საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და
ნარკოტიკების
გამოყენებას; განიხილავს
შესაბამის სტატისკურ მონაცემებს საქართველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის; ანალიზის საფუძველზე ასახელებს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს, რომლის
გამოყენებაც შესაძლებელია საკუთარ
დასახლებაში;
მოქ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია
საზოგადოებაში
მშვიდობიანი თანაარსებობის
საფუძვლებისა და
პირობების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აკავშირების
საზოგადოებაში სამართლიანობის
პირობებს
მშვიდობიანი
თანაარსებობის საფუძვლებთან;
· საკუთარი
სკოლის, დასახლების ან
ქვეყნის მაგალითზე ჩამოთვლის საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად, მისი
აზრით, მნიშვნელოვანია უმრავლესობის აზრის
გამოვლენა (მაგ.:
პლებისციტი, რეფერენდუმი, გამოკითხვა, არჩევნები და ა.შ.);
· მსჯელობს, არის თუ არა მის კლასში დემოკრატიული გარემო (მაგ.: არის თუ არა
თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის ატმოსფერო, შეუძლია
თუ არა ნებისმიერ მოსწავლეს თავისუფლად
გამოხატოს საკუთარი აზრი დისკუსიებისა და განხილვის დროს);
· განიხილავს
საქართველოს
მოსახლების მრავალფეროვნებას,
როგორც
საზოგადოებაში
მშვიდობიანი
თანაარსებობისა და
ტოლერანტობის
საფუძველს.
მოქ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია
გაანალიზოს საქართველოს
მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები
და
თავისუფლებები,
მოვალეობები და
პასუხისმგებლობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აღწერს საქართველოს
მოქალაქეობის საფუძვლებსა და პირობებს;
· ადარებს ერთმანეთთან საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ადამიანის უფლებების საყოველთაო
დეკლარაციის დებულებებს;
· მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე;
· საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობებს აჯგუფებს მათი
განხორციელების
პირობების მიხედვით (მაგ.: საკმარისია მოქალაქის ნება, საკმარისია საზოგადოებრივი შეთანხმება, აუცილებელია სახელმწიფოს მოქმედება).
|
|
გამოყენებული მეთოდები:
ჩხირების პრინციპი, კითხვა-პასუხი,
წყვილებში მუშაობა, დისკუსია, პრეზენტაცია.
|
|
საჭირო რესურსები:
სამოქალაქო განათლების დამხმარე
სახელმძღვანელო, ,,როგორ გავხდე
აქტიური მოქალაქე” პროექტორი,
თაბახის ფურცლები, სტიკერები,
მარკერები, დაფა, ცარცი,
შეფასების რუბრიკა.
|
|
გაკვეთილი მსვლელობა
მისალმება და
ორგანიზაციული საკითხები. დრო: 3 წთ.
გამოწვევის ფაზა A
აქტივობა №1 დრო: 6 წთ
მოსწავლეების
არჩევა ჩხირების პრინციპით
კითხვა-პასუხის რეჟიმში თუ
რა იციან მოსწავლეებმა.
1. რას ნიშნავს
დისკრიმინაცია?
2. რას
ნიშნავს სტერეოტიპები და
სტიგმა?
3. რას ნიშნავს აპარტეიდი?
4. ჭუჭყიანი
თეთრეული: რატომ შეექმნა ქალს
მცდარი შეხედულება მეზობელზე?
გაანალიზეთ მეუღლის საქციელი.
როგორ შეიძლება იგი
მოქცეულიყო? თქვენ როგორ
მოიქცეოდით მის ადგილას?
აქტივობა 2 მინი-ლექცია
დრო:
5წთ
მასწავლებლის მიერ
თეორიული მასალის მიმოხილვა
ხდება ლექციის საშუალებით ყურადღება მახვილდება ადამიანის ძირითად
ღირებულებებზე, რასაც ჰქვია
თავისუფლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების
წესსა და მოქალაქეების მოვალეობების შესახებ, ყურადღება მახვილდება
იმ ღირებულებებზე რომლებიცაა,( ინიციატივა,
ტოლერანტობა, კომპრომისი და
ასე შემდეგ).
სიღრმისეული წვდომა ფაზა B
აქტივობა 3
ჯგუფური მუშაობა დრო: 10
წთ
მოსწავლეები იყოფიან
2 ჯგუფად პირველ
ჯგუფს ეძლევა დავალება ბერძენი: ათენელი
არქონტის პერიკლეს რომელიც
მან წარმოთქვა ათენელი
ჯარისკაცების დაკრძალვაზე,
გაეცნონ და შემდეგ
უპასუხონ მასწავლებლის მიერ
წინასწარ შედგენილ კითხვებს.
.
თქვენი აზრით პერიკლეს
სიტყვაში სად ჩანს
ათენში დემოკრატიული მმართველობის როლი?
. თქვენი
აზრით რატომ უწოდა
პერიკლემ იმ ადამიანს
ვისაც საზოგადოებრივი საქმეებისაგან ტავი
შორს უჭირავს არა
მშვიდი და უსარგებლო
ადამიანი?
. თქვენი
ნაცნობებიდან ხომ არ
დაასახელებდით პერიკლეს შეფასების
მიხედვით სასარგებლო
ადამიანს და რატომ?
. დღეს
როგორი მდგომარეობაა ამ
თვალსაზრისით საქართველოში?
.
მოიყვანეთ არგუმენტები და
შეადარეთ ერთმანეთს პერიკლეს
სიტყვით გამოსვლა და
ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი
გამოთქმა ,, არც
კაცი ვარგა რომ
ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს
იყოს სოფელში და
სოფლისათვის არა იზრუნოს“
.
გაიხსენეთ ცნობილი ქართველი
საზოგადო მოღვაწეები.
.ჯგუფების თითო
წევრი გამოდის და
აკეთებს პრეზენტაციას.
აქტივობა 4 დრო:
11 წთ
მასწავლებელი
კლასს აცნობს და
აჩვენებს სლაიდებს იმ
პიროვნებების შესახებ რომლებმაც
ძალიან დიდი წვლილი
შეიტანეს საზოგადოებრივი სარგებლისათვის.(მაჰათმა განდი,
ნელსონ მანდელა, მარტინ
ლუთერ კინგი, ვაცლავ
ჰაველი, მერაბ კოსტავა).
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს
სთხოვს წაიკითხონ იგავი გვ.71-ზედა გასცენ
პასუხი კითხვებზე ბოლოში დასმულ
შეკითხვებს.
აქტივობა 5
დრო: 8 წთ.
რეფლექსია უკუკავშირით ფაზა C
. გაიხსენეთ
შემთხვევა როცა ადამიანებს,
რომლებიც ერთსა და
იმავე საქმეს აკეთებენ
ამ საქმის
მიმართ აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება.
. დაუკავშირეთ
იგავის შეგონება აქტიური
მოქალაქის თვისებებს, პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობის ინიციატივას, მონაწილეობის სურვილს.
აქტივობა 6 დრო:
2წთ
შეჯამება,
ახალი მასალი განმტკიცება, შეფასება, საშინაო დავალების მიცემა.
|
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
ჯგუფური
მუშაობა
|
მოსწავლე ჯგუფური მუშაობის დროს არ
ერთვება, არ გამოხატავს თავის აზრს.
|
მოსწავლე ჯგუფური მუშაობის დროს
ერთვება ჯგუფში, გამოხატავს თავის აზრს, მაგრამ არ არის არგუმენტებით განმტკიცებული.
|
მოსწავლე აქტიურად ერთვება ჯგუფურ
მუშაობაში, იყენებს არგუმენტებს, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები, ითვალისწინებს
სხვების აზრს
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლე არ აკეთებს პრეზენტაციას
და თუ აკეთებს არ იყენებს ორატორულ ხერხებს, მისი საუბარი კლასის დიდი ნაწილისათვის
ბუნდოვანია.
|
მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას, ნაწილობრივ
იყენებს ორატორულ ხერხებს, ჟესტებს, პაუზებს და სხვა.
|
მოსწავლე კარგად აკეთებს
პრეზენტაციას, მისი მეტყველება მკაფიო და დამაჯერებელია, მოჰყავს შესაბამისი
მაგალითები და არგუმენტები.
|
დისკუსია
|
მოსწავლე დისკუსიის დროს არ
უსმენს კლასელებს, ის დამოკიდებულია
სხვების აზრზე, არღვევს დროის ლიმიტს.
|
მოსწავლე გამოთქვამს საკუთარ
აზრებს, მაგრამ უჭირს მკაფიო არგუმენტირება, ითვალისწინებს სხვების აზრს, მაგრამ
უპირატესობას ანიჭებს საკუთარს.
|
მოსწავლე აქტიურადაა დისკუსიაში
ჩართული, მსჯელობს არგუმენტირებულად, ითვალისწინებს სხვების აზრს, აკეთებს
შესაბამის დასკვნებს, ეტევა დროში
|
Комментарии
Отправить комментарий