შიდა დაკვირვების გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში


გაკვეთილის  გეგმა
საგანი:  სამოქალაქო  განათლება
კლასი:  10
მოსწავლეთა  რაოდენობა:   5
მასწავლებელი:   ზურაბ  შამანაძე;
ჩატარების რიცხვი: 11 ივნისი
გაკვეთილის  თემა:  ,,პრობლემები  საზოგადოებაში,  დამოკიდებულება  პრობლემებისადმი“
გაკვეთილის  ხანგრძლივობა:  45წთ
გაკვეთილის  მიზანი:  კითხვების  საშუალებით  მოსწავლეთა  დაფიქრება  მათ  გარშემო  არსებულ 
პრობლემებზე,  ადამიანების  გულგრილობაზე  და  მის  შედეგებზე,  ტოლერანტობასა,
ურთიერთთანადგომას  ინიციტივასა  და  მათ  ღირსეულ    ქმედებაზე.
ცოდნა:  მოსწავლეები  შეძლებენ  დაადგინონ,  რომ  საზოგადოებრივი  საზოგადოებრივი
 პრობლემების  გადაჭრა  ადამიანების  საერთო  ძალისხმევას  მოითხოვს,  შეაფასებენ  რამდენად
  მნიშვნელოვანია  პიროვნული  და  საზოგადოებრივი  პრობლემების  გადაჭრაში  მათი  აქტიური  
ჩართვა  და  მონაწილეობა.
უნარები:  მოსწავლეები  შეძლებენ  გაიაზრონ  ადამიანთა  პიროვნული  და  საზოგადოებრივი 
პრობლემები  დაადგინონ  მათ  შორის  კავშირები  გამოუმუშავდეთ  ემპათიის  თვისებები,
 პრობლემებისადმი  კავშირის  დადგენის  უნარი  და  მათ  გადაჭრაში  საკუთარი  შესაძლბლობის
 აქტიური  გამოყენების  აუცილებლობის  მნიშვნელობა.
  დამოკიდებულება:  მოსწავლეები  გააცნობიერებენ  როგორც  საკუთარი  ასევე  საზოგადოების 
სახადასხვა  ჯგუფის  დამოკიდებულებას  სხვადასხვა  პრობლემებისადმი,  გაიაზრებენ  პრობლემების 
ადაჭრაში თითოეული  მოქალაქის  მონაწილეობის  აუცილებლობას.

ე.ს.გ.  გამომდინარე  მისაღწევი  შედეგები:
მოქ.X.5. მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
·         საკუთარი დასახლებაში გამოყოფს სხვადასხვა სოციალურ უმცირესობებს (მაგ.: მარტოხელა მოხუცები, ინვალიდები, მიუსაფარი ბავშვები, იმიგრანტები და ..); მსჯელობს ამ ადამიანებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე;
·         გამოყოფს საქართველოში, მისი აზრით, ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებს და მსჯელობს საზოგადოების მხრიდან მათი დახმარების შესაძლებლობებზე; ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას;

მოქ.X.11.მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში
·         ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);

გამოყენებული  აქტივობები:  პრობლემათა  დიფერენცირების  სქემის  შევსება
ტექსტის  დამუშავება  და  მათი  ანალიზი
ინდივიდუალური  სამუშაო
კითხვა-პასუხი
  შეფასების  რუბრიკა მისი  დეტალური  განმარტება 
საშინაო  დავალების  მიცემა
შეფასება

გამოყენებული  რესურსები:
დამხმარე  სახელმძღვანელო:  თანამშრომლობა  საზოგადოებრივი   სარგებლისათვის
 (ნ. გვარამაძე  ნ.  მიწიშვილი)კომპიუტერი,  პროექტორი,  რვეულები,  კალმები,  დაფა
 ცარცი  ფერადი  ფურცლები,  მარკერები,მსოფლიოს  პოლიტიკური  რუკა,  შეფასების  რუბრიკა.

                     გაკვეთილის  მსვლელობა
ფაზა  გამოწვევის   ფაზა A
1-ლი  აქტივობა:  საშინაო  დავალების  შემოწმება,  მაპროვოცირებელი  კითხვების  დასმა:  (დრო10  წთ)
1.       რა  სახის  პრობლემები  არსებობს  საზოგადოებაში?
2.       რა  დამოკიდებულება  გაქვთ საზოგადოებრივი   პრობლემებისადმი?
3.       თუ  მიგიტანიათ  გულთან  ახლოს  სხვისი  პრობლემები?
4.       თქვენ  თუ  გქონიათ  სოციალურ-ეკონომიკური  პრობლემები  და თუ  ვინმე  დაგხმარებია  მათ  მოგვარებაში?
5.       თუ  დაეხმარებოდით  თქვენ  სხვას  პრობლემების  მოგვარებაში?
6.       კიდევ  ვინ  უნდა  ჩაერთოს  საზოგადოების  პრობლემების  მოგვარების  საქმეში?
შემდეგ  ვთხოვ  მოსწავლეებს  ჩემს  მიერ დახაზული  სქემის  სათანადო  რგოლებში  მოუძებნონ  შესაბამისი
 ადგილი,  მათ  მიერ  გაცემული  პასუხების  შესაბამისად,  რომელიც  ხელს  შეუწყობს  მოსწავლეთა  ცნობიერებაში
  პრობლემების  დიფერენცირებას.
                            სიღრმისეული  წვდომა
                       ფაზა B
2-ე  აქტივობა:  კითხვა-პასუხის  რეჟიმში  (დრო  10  წთ)
.  რა  დამოკიდებულებები  შეიძლება  ჰქონდეს  საზოგადოების  სხვადასხვა  წევრს   პრობლემებისადმი?
სადისკუსიო  კითხვები:
.როგორი  ქმედებაა  უფრო  პოზიტიური  პრობლემების  გადასაჭრელად  აქტიური  თუ  პასიური?
. რა  შეიძლება  იყოს  მიზეზი  საზოგადოებრივი  გულგრილობის?
. რატომ  უნდა  დავძლიოთ  ნიჰილიზმი?
. რაშედეგს  მოიტანს  ჩვენი  აქტიურობა  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით?

კითხვა-პასუხის  დასასრულს  შევაჯამებ  მის  მნიშვნელობას  და  ყურადღებას  გავამახვილებ  იმ
  ფაქტზე  რომ  ზოგჯერ  ადამიანები  ფიფრობენ  რომ  რა  მნიშვნელობა  აქვს  მათ  ჩარევას  მაინც 
არაფერი  შეიცვლება,  მაგრამ  შესაძლოა  პრობლემების  გადასაჭრელად  შესაძლოა  მცირედი
  წვლილის  შეტანა,  ძალზედ  მნიშვნელოვანია.

3  აქტივობა: ტექსტის  დამუშავება  და  ანალიზი  (დრო  10 წთ)
მოსწავლეებს  ვაძლევ  ინდივიდუალურ  სამუშაოს:  თითოეულს  ვაძლევ  სხვადასხვა  ფერის ბარათებს,
 სამუშაოდ  ვუნაწილებ  ორ  ტექსტს,  ,,ნაწყვეტი  ალბერტ  შვაიცერის  ბიოგრაფიიდან  დაპაკისტანელი
 ბიჭის  ამბავი“,  ვაცნობ  შესაბამის  დროს,  ვურიგებ  ჩემს  მიერ  ამობეჭდილ  სპეციალურ  ფურცლებს 
გასაცნობად  და  შემდეგ  კითხვებზე  პასუხის  გასაცემად.
I  მოსწავლე-  წაიკითხე  ნაწყვეტი  ალბერტ  შვაიცერის  ბიოგრაფიიდან  და  უპასუხე  კითხვებს:
ა)  რაში  მდგომარეობდა  სტატიაში  აღწერილი  პრობლემა?
ბ)  რა  რეაქცია  შეიძლება  ჰქონოდათ  მკითხველებს  აღნიშნული  სტატიის  გაცნობის  შემდეგ?
გ) როდის  იქნებოდა  უფრო  ძნელი  დახმარების  აღმოჩენა,  სტატიაში  აღწერილ  პერიოდში  თუ  დღეს?  მოიყვანე  არგუმენტი:
II  მოსწავლე  -წაიკითხე  ,,პაკისტანელი  ბიჭის  ამავი“  და  უპასუხე  კითხვებს:
ა)  რა  არის მცირეწლოვანბავშვების  გაყიდვისა  და  მათი  სამუშაოდ  გაშვების  მიზეზი?
      ბ)  როგორი  იქნებოდა  მკითხველის  რეაქცია  სტატიაზე?
გ)  რისი  დანახვა  შეიძლება  ამ  სტატიაში?
დ) რა  შედეგი  შეიძლება  მმოჰყოლოდა  სტატიას  რომ  ბიჭი  არ  მომკვდარიყო?
III  მოსწავლე- ,,წაიკითხე  ალბერტ  შვაიცერის ბოგრაფიიდან“:
ა)  მოძებნე  მასში  ყველა  გეოგაფიული  ადგილი  რუკაზე:
ბ)  როგორ  და  რომელი  პრობლემებზე  გამკლავება  მოუწევდა  ალბერტ  შვაიცერს?
გ)  მოიფიქრეთ  ეპოქის  გათვალისწინებით,  რომელ  კონკრეტულ  პირს  ან  ორგანიზაციას  შეეძლო 
ზრუნვა  სტატიაში  აღნიშნული  პრობლემების  გადასაჭრელად?
დ)  თქვენ  რომ  ყოფილიყავით  ალბერტ  შვაიცერის  ადგილზე  თუ  მოიქცეოდით  მასსავით?

IV  მოსწავლე- ,, პაკისტანელი  ბიჭის  ამბავი“
ა)  მოძებნეთ  რუკაზე  მასში  ყველა  გეოგრაფიული  ადგილი?
ბ)  ჩაწერეთ  პრობლემების  სქემაში  რომელ  რგოლებს  დაიკავებს  კრეგ  იულბერგერის  თვალით  დანახული  პრობლემები?
V  მოსწავლე  ,, ჩემი  ოქროს  აკვარიუმი“
ა)  რა  გახდა  მიზეზი  პატარა  ანას  ოქროს  აკვარიუმის  დანგრევისა  და  მწარე  გამოფხიზლებისა?
ბ)  დღეს  ხომ  არ  დგას  საქართველო  მსგავსი  პრობლემების  გადასაჭრელად?
გ)  შენი  აზრით  ყველა  რომ  გაეკიდოს  თავის  გუნდს  ხომ  არ      მოგვარდება  პრობლემები  ამ  თვალსაზრისით?
დ)  სხვა  გზას  ხომ  არ  დაასახელებთ  აღნიშნული  პრობლემების  აღმოსაფხვრელედ?

პრეზენტაცია:  (დრო  7 წთ)
მოსწავლეები  ინდივიდუალური მუსაობის  დასრულების  შემდეგ    როცა  ისინი გაეცნენ  საკითხებს  და
 მის  შესახებ  დასმულ  კითხვებს  შემდეგ  მათ  გამოეყოფათ  დრო  პრეზენტაციისათვს  თითო  მოსწავლეს  დრო  ერთი  წუთი

რეფლექსია:  (დრო  5 წთ)
  4  აქტივობა
პრეზენტაციის  დასრულების  შემდეგ  ყურადღებას ვამახვილებ  სამივე  შემთხვევის  ფაქტზე  რომ   საქართველოშიცა
 და  შორეულ  ქვეყნებშიც  მცხოვრები  ადამიანები  შეაწუხა  პრობლემებმა,   მაგრამ  ხშირ  შემთხვევაში,  მხოლოდ  თანაგრძნობა
 ან  რაიმეს  შეცვლის  სურვილი,  არ  არის  საკმარისი,  საჭიროაინიციატივის  გამოჩენა,  შემდეგ  ვსვამ  კითხვებს:
.   როგორ  გესმით  სიტყვა  ,,ინიციატივა“?
.რა  განსხვავებაა  ინიციატივასა  და ქმედებას შორის?

5  აქტივობა-    (დრო 3  წთ)  საშინაო  დავალების  მიცემა.

მოსწავლეებს  ცალ-ცალკე  ვუნაწილებ  ალბერტ  შვაიცერი  ბიოგრაფისა  და  კრეგ  კიულბერგერის  პაკისტანელი  ბიჭს  ამბავზე
  მომუშავეთ,  აღნიშნული  დავალებით  მოსწავლეები  გაეცნობიან  გაჭირვებულთა  დასახმარებლად  მიღებულ  მოულოდნელ
 გადაწყვეტილებებს  და  თანმიმდევრულ  ქმედებებს  ამ  გადაწყვეტილებათა  შესასრულებლად,  მოსწავლეებმა  უნდა  იმუშაონ
  ორ  ტექსტზე  ,,ალბერტ  შვაიცერისა  და  კრეგ  კიულბერგერის“  გადაწყვეტილება.

 მოსწავლეთა  შეფასება  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  (  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკის  მეშვეობით     (დრო  2წთ).










შეფასების  რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
          5-6
            7-8
            9-10
ინდივიდუალური
მუშაობა
მოსწავლე ინდივიდუალური
მუშაობის დროს არ ერთვება, არ გამოხატავს თავის აზრს.
მოსწავლე ინდივიდუალური
მუშაობის დროს გამოხატავს აზრს, მაგრამ არ არის არგუმენტებით განმტკიცებული.
მოსწავლე აქტიურად ერთვება ინდივიდუალურად გაკვეთილის მსვლელობაში , იყენებს არგუმენტებს, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები, ითვალისწინებს სხვების აზრს
პრეზენტაცია
მოსწავლე არ აკეთებს პრეზენტაციას და თუ აკეთებს არ იყენებს ორატორულ ხერხებს, მისი საუბარი კლასის დიდი ნაწილისათვის ბუნდოვანია.
მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას, ნაწილობრივ იყენებს ორატორულ ხერხებს, ჟესტებს, პაუზებს და სხვა.
მოსწავლე კარგად აკეთებს პრეზენტაციას, მისი მეტყველება მკაფიო და დამაჯერებელია, მოჰყავს შესაბამისი მაგალითები და არგუმენტები.
დისკუსია
მოსწავლე დისკუსიის დროს არ უსმენს  კლასელებს, ის დამოკიდებულია სხვების აზრზე, არღვევს დროის ლიმიტს.
მოსწავლე გამოთქვამს საკუთარ აზრებს, მაგრამ უჭირს მკაფიო არგუმენტირება, ითვალისწინებს სხვების აზრს, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს საკუთარს.
მოსწავლე აქტიურადაა დისკუსიაში ჩართული, მსჯელობს არგუმენტირებულად, ითვალისწინებს სხვების აზრს, აკეთებს შესაბამის დასკვნებს, ეტევა დროში




































Комментарии

Популярные сообщения из этого блога

შიდა დაკვირვების გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში

სამოქალაქო განათლებილ კლუბის შექმნა